ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავა

ვინ არის კონცერტების ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი, რომელიც სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავასა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქრთა­მის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს და­უ­კავ­შირ­და და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ხარ­ჯე­ბით 2019 წლის 15 აპ­რილს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა შეს­თა­ვა­ზა. თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ქრთა­მის სა­ხით 2.500 ლა­რის გა­დახ­დას დაჰ­პირ­და და გზავ­ნი­ლის სა­ხით გა­და­უ­რი­ცხა, რის შემ­დე­გაც იგი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ხა­ლა­თაშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკე­თებ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. რე­გი­ონ­ში თბი­ლი­სი­დან ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­ყავ­და და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კონ­ცერ­ტებ­სა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს აწყობ­და. ცნო­ბილ სა­ხე­ებს შო­რის არი­ან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლი, ქეთი გო­მარ­თე­ლი, ოთო ნემ­სა­ძე და სხვე­ბი.

პრო­დი­უ­სე­რი წარ­მო­შო­ბით გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხი­და­ნაა. ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. ხა­ლა­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მომ­ღე­რა­ლი მარი მა­მის­მე­დიშ­ვი­ლია.

რად­გან ხა­ლა­თაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა სიღ­ნაღ­ში 15 აპ­რილს ჩა­სა­ტა­რე­ბელ კონ­ცერტს უკავ­შირ­დე­ბა და მან ქრთა­მი კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს გა­და­უ­ხა­და, AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს გოგი გო­გი­ლაშ­ვილს:

“ჩვენს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა და კონ­ცერ­ტე­ბის პრო­დუ­სე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თან­ხის მი­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ. სიღ­ნა­ღის მე­რია არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ მსგავს უკა­ნო­ნო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია ამ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დნენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და მათ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დეს” – გა­ნა­ცხა­და გოგი გო­გი­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის მი­ცე­მის ფაქ­ტზე სსკ-ის 339-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბექა ხა­ლა­თაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.