ცოტნე გამსახურდია ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საწყალ ზვიად გამსახურდიას რა ბედი ჰქონია. სანამ ცოცხალი იყო, ხომ არ შეარგეს მისი ხალხის სიყვარული ათასი ჯურის ნაბოზრებმა – რესპუბლიკელებით დაწყებული კომპარტიის ნომენკლატურით დამთავრებული… ახლა კიდევ, 30 წლის შემდეგ მისდამი ხალხის დამოკიდებულების უნიჭო პაროდიას ნეოქოცები დგამენ ზუგდიდში“… წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ,ზუგდიდში 19 მაისს მერის არჩევნები გაიმართება.