ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A Studio ჩამოდის

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A Studio ჩამოდისბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A Studio-ს კონცერტი იგეგმება, რომლის სოლისტიც ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა, კონცერტი 27 ივლისს კლუბ UP2U-ში გაიმართება.

ჯგუფი A Studio რუსეთში საკმაოდ პოპულარულია, ისინი ხელისუფლების და კერძოდ პუტინის მხარდამჭერებად ითვლებიან.

გასულ წელს ქეთა თოფურიამ მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა, შემდეგ კი გავრცელდა ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერს კლიპი, სიმღერას Путеводная звезда (გზამკვლევი ვარსკვლავი) ერქვა.