ესპანეთში ზღვაში დაღუპული 5 წლის გოგონა რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია.
იშხნელი, როგორც ცნობილია, საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ გახდა.
დეპუტატის ოჯახი ესპანეთის სანაპიროზე, კერძოდ, ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. 5 წლის ბავშვი სანაპიროზე, საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნიუპოსტი

