მაშველები ახლომახლო არ იყვნენ – 5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში დაღუპვის ახალი დეტალები

მაშველები ახლომახლო არ იყვნენ - 5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში დაღუპვის ახალი დეტალები5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში ზღვაში დახრჩობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა კატალონიის ქალაქ ტარაგონასთან მდებარე ვილასეკში მოხდა.

5 წლის გოგონა ზღვაში გასაბერი რგოლით შევიდა. თავიდან ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდა ქარი, რომელმაც გოგონა 300 მეტრზე გაიტაცა.

მამამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ცურვა არ იცოდა და ვერაფერი შეძლო. გოგონას გადარჩენა ქალმაც სცადა, მაგრამ ის უკვე ძალიან შორს იყო და ქალმა ბავშვამდე მიღწევა ვერ მოახერხა.

ესპანური მედია წერს, რომ ახლომახლო მაშველები არ იყვნენ, რამაც გამოიწვია კიდეც გოგონას დაღუპვა.

მათ მისი გამოყვანა მაშინ მოახერხეს, როდესაც უკვე გვიანი იყო. ექიმებმა ბავშვის გონზე მოყვანა სცადეს, მაგრამ 5 წლიხ გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

მაშველები ახლომახლო არ იყვნენ - 5 წლის რუსთაველი გოგონას ესპანეთში დაღუპვის ახალი დეტალები