ლადო პაპავა – “ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა”

ლადო პაპავა - "ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა"“მიუხედავად ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა ქადაგიძის მიმართ, ბატონ ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავამ ლარის გაუფასურების ძირეულ მიზეზებზე ისაუბრა და ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა ურჩია.

პაპავა მიიჩნევს, რომ სებ-ის ხელმძღვანელობამ მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლის როლი არ უნდა შეასრულოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე უარი ახალ რეჟიმებზე გადასვლის გზით უნდა თქვას, ამისთვის კი ძირეული კვლევები უნდა ჩატარდეს.

“ჩეხეთში გამოიყენება საინტერესო მოდელი, ეს არის ჰიბრიდული ინფლაციური თარგეთირება. მათ აქვთ ორი მიზნობრივი მაჩენებელი. ერთი მიზნობრივი მაჩებენებელია ინფლაცია, მეორე ეს არის გაცვლითი კურსის ზღვრული მაჩვენებლები, ანუ თუ იმ მაჩვენებელს მიაღწევს, ერევა ეროვნული ბანკი, მანამდე ის არის მცურავი კურსი.

ყველა ქვეყანა თავის გზას ეძებს. იმისთვის, რომ საქართველომ თავის თავი იპოვოს, აუცილებელია შემოქმედებითი დისკუსიის უნარი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იქ არიან ბიუროკრატები, რომლებსაც არ აინტერესებთ ცვლილებების შეტანა, მათ კარიერული ზრდა აინტერესებთ. ამიტომ აუცილებელია ჩვენმა მხარემ დააყენოს ეს საკითხი კვლევის დონეზე, შეისწვალოს და აჩვენოს. ჩვენ რომ ფონდთან ურთიერთობა გავირთულოთ, ეს არ იქნება კარგი, რასაკვირევლია, ეს არ უნდა მოხდეს, ამიტომ შემოქმედებითი ურთიერთობაა საჭირო. ხუთიანის მიღება არაა გამოსავალი, თუ საგანი ბოლოდე ნასწავლი არ გაქვს”, – ამბობს პაპავა.

ლადო პაპავამ კრისტინ ლაგარდის ვიზიტიც შეაფასა და განაცხადა, რომ შეხვედრების ვიწრო ფორმატში ჩატარება შესაძლოა, კრიტიკული მოსაზრებების თავიდან არიდებას ემსახურებოდა.

“ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჩატარდა ეს შეხვედრა ვიწრო ფორმატში. იმიტომ ხომ არა, რომ არც საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას არ მოესმინა კრიტიკული მოსაზრებები?

არაერთი საინტერესო კვლევაა, რომლის ჩატარების რესურსი სებ-ში მომუშავე მაღალკვალიფიციურ კადრებს აქვთ, მაგრამ ამას ნება სჭირდება, ხოლო ნება როგორც ვხედვათ, მათ უბრალოდ არ გააჩნიათ. რატომ? – ამასაც მარტივი ახსნა აქვს. დღევანდელ ხელმძღვანელს ჰქონდა კარგი კარიერა სავალუტო ფონდში, მის CV-ში ჩაწერილი სებ–ის ხელმძღვანელობა არის ბრწყინვალე. ერთ დღესაც ის არ იქნება პრეზიდენტი, ეს დღეც დადგება და გააგრძელებს თავის კარიერას ფონდში, რადგანაც ის ფონდის ფრიადოსანი მოწაფე იყო.

თარგეთირების რეჟიმი 2009 წელს იყო მიღებული, მაგრამ მიუხედავად ჩემი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებისა ბატონი ქადაგიძის მიმართ, ბატონი ქადაგიძის დროს ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი ჰყავდა”, – განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ.

ბიემჯი