ნიკა ჯორჯაძესთან ერთად ავარიაში დაშავებული ბექა ჭიღიტაშვილი გარდაიცვალა

ნიკა ჯორჯაძესთან ერთად ავარიაში დაშავებული ბექა ჭიღიტაშვილი გარდაიცვალათბი­ლის­ში 15 აპ­რილს მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

16 წლის ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იმ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა, რომ­ლი­თაც 4 ახალ­გაზ­რდა მა­ღა­ლი სის­წრა­ფით ხეს შე­ას­კდა და ავა­რი­ის დროს 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ნიკა ჯორ­ჯა­ძე “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­ს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლი იყო.

ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის დე­დამ სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ან­მა და­წე­რა და შვი­ლის და მისი მე­გობ­რის ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სა.

“ეს რას შე­ე­წი­რეთ, რა სი­სუ­ლე­ლეს შე­ე­წი­რეთ… თქვენ მო­გიკ­ვდით მე” – წერს სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მოს­წავ­ლე ბიკი ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლი ავა­რი­ის მო­მენ­ტი­დან კო­მა­ში იყო, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძე ავარიაში დაიღუპა – “14-15 წლის 4 ახალგაზრდა მო­წყდა 200 კმ/სთ-ით… ნი­კუ­შა უკან იჯდა და დაიღუპა”