77 წლის ამერიკელი ქალის ბინაში ალიგატორი შეიჭრა და ღვინის ბოთლები დაამტვრია

77 წლის ამერიკელი ქალის ბინაში ალიგატორი შეიჭრა და ღვინის ბოთლები დაამტვრია77 წლის ამერიკელმა ქალმა საკუთარ სახლში ალიგატორი აღმოაჩინა. შემთხვევა ფლორიდის შტატში მოხდა. სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალმა ფანჯარა გატეხა და საცხოვრებელ სახლში ისე შეაღწია.

შემთხვევის დროს რეპტილიამ სამზარეულოში ღვინის ბოთლები დაამტვრია და ამ დროს მცირე დაზიანებები მიიღო. თავად სახლის პატრონი, ალიგატორის აღმოჩენის შემდეგ, საძინებელ ოთახში ჩაიკეტა და დახმარება გამოიძახა.

ქვეწარმავალი სამართალდამცველებმა დაიჭირეს.

გამოჯანმრთელების შემდეგ მას ფლორიდაში, ალიგატორების კერძო ფერმაში, გადაიყვანენ.