ისრაელიდან საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილი თელავივიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა.
სამშობლოში იძულებით დაბრუნებულები, ადასტურებენ, რომ საბუთები მოწესრიგებული არ ქონდათ. ისინი დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ და საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათივე განცხადებით, ისრაელში ქართველთა დაკავებები გახშირდა და ამ დროისთვის დეპორტაციის მოლოდინში ათეულობით ქართველია.
„ოჯახის გულისთვის ვართ გასული, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, ეს ერთი და მეორე – კარების დანგრევა, შემოცვენა, არაადამიანურად მოპყრობა? ბიჭები დაღლილები არიან. კაი, ბიჭი აიტანს ცემას, მაგრამ ქალები და გოგოები მაგას ვერ უძლებენ. არ არის ეგ ადამიანური მოპყრობა, როგორც ეგენი გვექცევიან და ხანდახან, რომ ვეკითხებით რატომ ხდება ასე, გვპასუხობენ – არ გვაინტერესებს, მოგაქციოთ თქვენმა მთავრობამ ყურადღებაო. არ გვყოლია მთავრობა ჩვენ. ერთს რომ ურეკავენ, არ მცალია, არ მცალიაო, რას აკეთებს ვერ გავიგე, ციხეში თუ ადამიანს ყურადღება არ მიაქცია, რომ თავის დროზე სახლში წამოვიდეს,“-განაცხადა თამაზ ბერელიძემ.
საკონსულოში კი განმარტავენ, რომ სადეპორტაციო ცენტრი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან მოთავსებულები, საბაზისო სტანდარტებს შეესაბამება.
რუსთავი 2