პრეზიდენტი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა

პრეზიდენტი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდასაქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.

მსვლელობა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო.

მომლოცველები ფარავნის ტბასთან შეიკრიბებიან, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

მსვლელობას ივერიის და ღვთისმშობლის ხატებით გაუძღვებიან.

პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, სვეტიცხოვლობამდე, მცხეთაში დაასრულებენ.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.