რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე, რამდენიმე წუთის ინტერვალში გარდაიცვალნენ

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე, რამდენიმე წუთის ინტერვალში გარდაიცვალნენ78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი.

ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავს რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვა – გუ­ლის შე­ტე­ვით სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის “რუს­თა­ვე­ლის 19”-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს:

“მინ­და სევ­დი­ა­ნი მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ სიყ­ვა­რულ­ზე… ალ­ბათ წიგნ­ში თუ წა­გი­კი­თხავთ ან ფილმში გი­ნა­ხავთ მსგავ­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებს და გკლავს, გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რია ემო­ცი­ე­ბით და გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, მი­თუ­მე­ტეს ისე, რო­გორც ეს ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ შეძ­ლო! სულ ამ­ბობ­და სან­დროს გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლე­ბო, ხოდა ვერ იცო­ცხლა!!! 10 წუ­თიც ვერ გაძ­ლო… დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეხლა ისევ ერ­თად ხართ, ისევ ისე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!

AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, თე­ატ­რა­ლე­ბი ბა­ტონ სან­დროს და ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას იხ­სე­ნე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის ტრა­გე­დია, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი რო­მან­ტიზ­მი ახ­ლავს…

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რის ძმიშ­ვი­ლი:

– ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ვე­რას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბა. მა­ნა­ნა ბი­ცო­ლა სულ ამ­ბობ­და, სან­დროს რომ რამე და­ე­მარ­თოს, ვერ გა­დავ­რჩე­ბიო… მარ­თლაც, რო­გო­რიც რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას ფი­ნა­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ისე დას­რულ­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც. თუმ­ცა, ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში ისი­ნი ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ… ჩვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობთ, რომ ალ­ბათ მათ­თვის ასე ჯობ­და… ასე­თი ამ­ბე­ბი მხო­ლოდ ზრაპ­რებ­ში და კი­ნო­ში ხდე­ბა ხოლ­მე.

სან­დრო ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, მერ­გობ­რუ­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მა­ნა­ნაც სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რი, ვერ ვგრძნობ­დით, რომ უფ­როსს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, მას­თან ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მა­ზე, სა­კი­თხზე შეგ­ვეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი იყო, სულ ყვე­ბო­და რა­ღაც სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ებს. პრობ­ლე­მა­საც რა­ღაც იუ­მო­რის­ტუ­ლად გა­და­წყვეტ­და.

ახლა ფო­ტო­ებს რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ასე­თი სუ­რა­თი, რო­მელ­საც აწე­რია, რომ „ჩვენ იქაც ვი­თა­მა­შებთ“. მჯე­რა, ისი­ნი იქ უკვე ერ­თად არი­ან…

მარი არ­ღუ­თაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტი:

– ბა­ტო­ნი სან­დრო ბოლო ორი წელი ავად­მყო­ფობ­და, თუმ­ცა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ერთი კვი­რის წინ შეგ­ვი­წყდა… რე­პე­ტი­ცია თე­ატ­რშიც გვქონ­და და მას­თან სახ­ლშიც. სი­ა­რუ­ლი უჭირ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და – ექი­მე­ბი გა­რეთ გა­მოს­ვლას მიკ­რძა­ლა­ვე­ნო, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბას არ უდრკე­ბო­და, გან­საც­დელს თავს არ უხ­რი­და, სულ საქ­მი­ა­ნობ­და…

ბა­ტო­ნი სან­დრო ჩვე­ნი პე­და­გო­გი იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყეთ და რომ და­ვამ­თავ­რეთ, ბა­ტონ სან­დროს­თან რე­პე­ტი­ცი­ე­ბი არ შეგ­ვი­წყვე­ტია, მის მიერ და­არ­სე­ბულ თე­ატ­რში „რუს­თა­ვე­ლის 19“-ში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ…. სულ თა­ვი­დან, პირ­ველ­კურ­სე­ლებს გვი­თხრა, რომ უზო­მოდ გვყვა­რე­ბო­და ჩვე­ნი პრო­ფე­სია და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სცე­ნა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იდ­გეთ და გქონ­დეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაო – იყო მისი რჩე­ვა!

„მოქ­მე­დე­ბა და მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბა არის თე­ატ­რის ძა­ლის მიმ­ცე­მი“, – ილი­ას ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბი ასე ჰქონ­და გა­და­კე­თე­ბუ­ლი და აუ­დი­ტო­რი­ა­ში კე­დელ­ზე ეკი­და. ეს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე მოგ­ვყე­ბა და სულ გვახ­სოვს… მისი შთა­გო­ნე­ბა იყო ასე­ვე, არა­ვინ გა­ბე­დოთ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ტრი­გე­ბი, გა­იზ­რდე­ბით და გა­ი­გებთ, რა არის ეს, ჩემ­თან ენის მო­სა­ტა­ნად არა­ვინ მოხ­ვი­დე­თო.

ბა­ტო­ნი სან­დრო ტოვსტო­ნო­გო­ვის მო­წა­ფე გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ის უმაღ­ლეს რან­გში ცოდ­ნას­თან ერ­თად, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და პრო­ფე­სი­უ­ლად სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. მის­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნე­ბი დაგ­ვრჩა – მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბის შე­სა­ხებ, ტოვსტო­ნო­გო­ვის სა­რე­ჟი­სო­რო გაკ­ვე­თი­ლე­ბი და მისი პი­ე­სე­ბის კრე­ბუ­ლი…

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და – წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით, გარ­და­იც­ვა­ლა მისი ულა­მა­ზე­სი და უსათ­ნო­ე­სი მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე. ფან­ტას­ტი­კუ­რი და სა­ოც­რად ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. მა­საც სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვიც­ნობ­დით და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვმას­პინ­ძლობ­და. ეს, ამ ორი ადა­მი­ა­ნის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა თე­ატ­რა­ლურ სცე­ნას, კი­ნო­კადრს თუ სცე­ნარს ჰგავს…

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

– თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყო, სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც ას­წავ­ლი­და და სულ ქმნი­და თე­ატ­რებს… მას ასეც ეძახ­დნენ – ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დონ კი­ხოტს. ქარ­თულ­მა თე­ატრმა კი­დევ ერთი ფერი და­კარ­გა…

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი ქარ­თულ თე­ატ­რში სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ, ასე­თი­ვე პრო­ექ­ტე­ბი ჰქონ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მუდ­მი­ვად ჰქონ­და და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი, რომ ახა­ლი თე­ატ­რე­ბი („მე­ტე­ხის“, „ძვე­ლი სახ­ლი“ „გლო­ბუ­სი“, „რუს­თა­ვე­ლის 19“) შე­ექ­მნა, ახალ­გაზ­რდებ­თან ემუ­შა­ვა, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გზის გამ­კვა­ლა­ვი და აღ­მზრდე­ლია, მათ შო­რი­საა სამი თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი: სოსო ნემ­სა­ძე, ვანო ხუ­ციშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლი. ისი­ნი ბა­ტო­ნი სან­დროს სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ.

რაც შე­ხე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას, გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, მხო­ლოდ ფილ­მებ­სა და წიგ­ნებ­ში გვი­ნა­ხავს ასე­თი. მარ­თლა დიდი უბე­დუ­რე­ბაა, როცა წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით ცოლი ქმარს მიჰ­ყვე­ბა. რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა… ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას კე­თილ­გან­წყო­ბას და სულ მი­დას­ტუ­რებ­და თა­ვის დიდ სიყ­ვა­რულს. მას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მელ­საც ბევ­რი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ამ ამ­ბავს…

დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

– ბა­ტო­ნი სან­დროს­გან ორ­ჯერ სა­ოც­რად კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტის მოწ­მე და მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი – როცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი სხვა რე­ჟი­სორს უნდა და­ედ­გა და ბა­ტონ სან­დროს ჩემი ჯგუ­ფი შეხ­ვდა, შემ­დგომ კი ის სპექ­ტაკ­ლი მის თე­ატ­რში „ძველ სახ­ლში“ გა­და­მა­ტა­ნი­ნა, სა­დაც რო­გორც ნამ­დვილ ოჯახ­ში, ისე აღ­მოვ­ჩნდი. მე­ო­რე­დაც, ჩემი სპექ­ტაკ­ლის „ღია შუ­შა­ბან­დის“ „გლო­ბუს­ში“ გა­და­ტა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა და ასე მოვ­ხვდით პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე. სტუ­დენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევრ საქ­მე აკე­თებ­და.

სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და, ის სა­ო­ცა­რი ოჯა­ხის შვი­ლი იყო – მამა მწე­რა­ლი მი­ხე­ილ მრევ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ბა­ბუა დიდი მხატ­ვა­რი – ალექ­სან­დრე მრევ­ლიშ­ვი­ლი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი და­მა­არ­სებ­ლის მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი იყო. მის­თვის თა­ვი­დან „მე­ტე­ხის თე­ატ­რის“ და­არ­სე­ბა თა­ვის ატ­კი­ვე­ბა იყო, მაგ­რამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რო­მან­ტი­კო­სი გახ­ლდათ… მუ­დამ ძი­ე­ბა­ში იყო… მუ­შა­ობ­და სო­ხუ­მის თე­ატ­რში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გე­ნი­ა­ლურ არ­ტის­ტებ­თან, მათ შო­რის, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან.

ბოლო სპექ­ტაკ­ლი „რუს­თა­ვე­ლის 19″-ში დად­გა – „სა­ზღვრო­ბა დრო­თა“, რო­მე­ლიც აკა­კი ხი­და­შელ­მა ითა­მა­შა. ეს კი იმის მა­გა­ლი­თია, რომ ადა­მი­ან­მა იცის, რაც სჭირს, იცის, რომ დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა, მაგ­რამ საქ­მე­ში ისე­თი­ვე შე­მარ­თე­ბა აქვს, რო­გორც ადრე…

ამ ტრა­გი­კულ ფაქ­ტში იმ­ხე­ლა ამაღ­ლე­ბუ­ლი რა­მაა, რომ დღეს ამ ოჯახ­ში ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლია… ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ნა­წი­ლის გამ­გე იყო „ძველ სახ­ლში“ და ამ სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი… ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, მა­ნა­ნა ცხოვ­რობ­და სან­დროს ცხოვ­რე­ბით. ჩაქ­რა სან­დრო და ერთ წუთ­ში ჩაქ­რა მა­ნა­ნაც. ამ წყვი­ლის ეს სა­ო­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ას რო­გორც ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ეპი­ზო­დი, ისე დარ­ჩე­ბა.

დღეს თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ, რა­საც ბა­ტო­ნი სან­დრო 2017 წლამ­დე ას­რუ­ლებ­და – თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვარ. მა­ნამ­დე გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი და მახ­სოვს, რომ თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ვის­თან ჰქონ­და მის­ვლის პრობ­ლე­მა, რომ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. მას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რი ჰქონ­და… ის ძა­ლი­ან დიდი ძალა იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს ამ მძი­მე ამ­ბავს…

ლალი ფაცია, ამბები