სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგა

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგასალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, პრეზიდენტი მიუძღვებოდა.

მომლოცველების მსვლელობა ქართლის მიმართულებით გრძელდება, ისინი მტკვრის სანაპიროს მოუყვებიან.

სალომე ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს ჯვრით 42-დღიან ლოცვით მსვლელობას რამდენიმე საათით შეუერთდა.

,,წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.