თეონა ცხომელიძე – “პირბადე, რომელიც მეკეთა გუშინ ღამე, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა მომცა”

თეონა ცხომელიძე - "პირბადე, რომელიც მეკეთა გუშინ ღამე, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა მომცა"რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“პირბადე რომელიც ჩართვისას მეკეთა გუშინ ღამე სასულიერო პირმა მომცა. წყალიც შემომთავაზა და მთხოვა არ შევსულიყავი იქ სადაც ძალიან ისროდნენ. სხვა რაღაცეებიც ეჭირა და როგორც მივხვდი აქციის მონაწილეებს ურიგებდა. გავარკვიე – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილია, თუ იცნობთ ვინმე მადლობა გადაეცით.”