ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდაამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სოციალურ ქსელში, მყონვარწვერზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. .

„მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, აქტიურად არის ჩართული კამპანიაში #spendyoursummeringeorgia, სადაც ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს, ბოლო რამდენიმე კვირაში, ის ასევე აქტიურობს უცხოურ მედიასაშუალებებთან, სადაც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი.

იპნ