ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სოციალურ ქსელში, მყონვარწვერზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. .

„მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, აქტიურად არის ჩართული კამპანიაში #spendyoursummeringeorgia, სადაც ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს, ბოლო რამდენიმე კვირაში, ის ასევე აქტიურობს უცხოურ მედიასაშუალებებთან, სადაც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი.

იპნ