ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს “ოპელი”-ს მარკის ავტომობილი და “ფორდი”-ს მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ.
შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელიც საზამთროთი იყო დატვირთული, ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორუსთავი