საგარეჯოში საზამთროთი სავსე სატვირთო ოპელს დაეჯახა და ამოტრიალდა – ვიდეო

საგარეჯოში საზამთროთი სავსე სატვირთო ოპელს დაეჯახა და ამოტრიალდა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს “ოპელი”-ს მარკის ავტომობილი და “ფორდი”-ს მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ.

შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელიც საზამთროთი იყო დატვირთული, ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორუსთავი