შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურსმე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ შალვა თადუმაძემ განაცხადა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს.

შალვა თადუმაძის გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაახლოებით 5 საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იპნ