ზიდანი: ”გარეტ ბეილი რეალიდან უნდა წავიდეს”

ზიდანი: ”გარეტ ბეილი რეალიდან უნდა წავიდეს”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ გარეტ ბეილის ადგილი რეალში აღარ არის და მან ეს გუნდი უნდა დატოვოს. ზიდანის თქმით მას ბეილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, უბრალოდ ცვლილებების დრო მოვიდა:

”ბეილმა სხვა გუნდი უნდა მოძებნოს და ჩვენ მას ამის გაკეთებაში დავეხმარებით. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ბეილის ადგილი დღევანდელ რეალში არ არის, რადგან ჩვენ ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ”. აღსანიშნავია რომ თვითღონ ბეილს რეალის დატოვება არ სურს, რადგან ის ამ გუნდში ძალიან მაღალ ხელფასს იღებს.