ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი დაკარგა

ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი დაკარგამსოფ­ლი­ოს 500-მა უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის 2,1% ერთ დღე­ში და­კარ­გეს. ამის მი­ზე­ზი კი ამე­რი­კუ­ლი სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­დნა გახ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შე­მა­ვა­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი­დან 21-მა სულ ცოტა 1 მი­ლი­არ­დის ქო­ნე­ბა და­კარ­გა. ამის მი­ზე­ზი აშშ-ჩი­ნეთს შო­რის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რო­მელ­ზეც რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ბა­ზარ­მა.

და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს აზი­ელ­მა მი­ლი­არ­დე­რებ­მაც, ჰონგ-კონ­გის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მო­ნა­წი­ლე აზი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა 10-მა მი­ლი­არ­დერ­მა 1 დღე­ში 19 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა.

ამ ვარ­დნის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი 500 ადა­მი­ა­ნი მა­ინც ფლობს 5,4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის კა­პი­ტალს, ეს კი 11%-ით მე­ტია 2019 წლის 1 იან­ვრის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით.

ქო­ნე­ბა შე­უმ­ცირ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია Bloomberg-ის მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გში. კერ­ძოდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რე­ი­ტინ­გში ის 343-ე ად­გილ­ზეა, მა­შინ როცა 19 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, 349-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო.

ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, 5-6 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 20 მი­ლი­ო­ნით; ხოლო ბოლო კვი­რა­ში 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ამბები