ბოლო 3 თვეში შიდა ქართლში 503 ავარია მოხდა

ბოლო 3 თვეში შიდა ქართლში 503 ავარია მოხდამიმდინარე წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი), შიდა ქართლში, პირველ კვარტალთან შედარებით, ავარიების რიცხვი 105-ით გაიზარდა.

ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 თვეში, 503 ავარია მოხ
და.

დაიღუპა 13 და დაშავდა 145 ადამიანი.

ოქმები 503 შემთხვევიდან 409 ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შეადგინეს.

რაც შეეხება I კვარტალს, 2019 წლის პირველ სამ თვეში 398 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 10 და დაშავდა 125 ადამიანი.

ქართლი.გე