ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

ედენ აზარმა ტრავმა მიიღომადრიდის რეალის ახალწვეულმა ედენ აზარმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას რამდენიმე კვირა გაუცდება. აზარის ტრავმის შესახებ ინფორმაცია მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა. რეალში აზარი ჭარბი წონით გადავიდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაში მან მოახერხა ფიზიკურად კარგ კონდიციაში ჩადგომა, მაგრამ როგორც ჩანს ამან ის ტრავმისგან ვერ იხსნა.

თვითონ ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა რომ ის მოუთმენლად ელის სეზონის დაწყებას და სურს რომ რეალთან ერთად ყველა ტურნირი მოიგოს.