ინტერი მაურო იკარდის ვერ იშორებს

ინტერი მაურო იკარდის ვერ იშორებსმილანის ინტერს არ სურს რომ მაურო იკარდი ამ გუნდში დარჩეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ კლუბმა ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუ იყიდა, მაგრამ თვითონ იკარდი წასვლას არ აპირებს. ინტერი იკარდის დაემუქრა რომ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ იქნება და მთელს სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, მაგრამ არგენტინელი ფორვარდი ინტერიდან წასვლას მაინც არ აპირებს.

იკარდის ნაპოლი და იუვენტუსი ეპატიჟებოდა, მაგრამ როგორც ჩანს იკარდის აქვს იმედი რომ ინტერი მის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის.