ლუკაკუ: ”ინტერთან ერთად ტიტულების მოგება მინდა”

ლუკაკუ: ”ინტერთან ერთად ტიტულების მოგება მინდა”მილანის ინტერის ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა რომ ინტერთან ერთად ის იტალიის ჩემპიონატის მოგებას აპირებს და მისი მთავარი მიზანი ინტერში ბევრი ტიტულის მოპოვებაა:

”მილანი შესანიშნავი ქალაქია, მაგრამ მე აქ ტურისტად არ ჩამოვსულვარ და მინდა რომ ინტერთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. ვფიქრობ ეს რეალურია. იტალიაში საკმაოდ მძიმე ვარჯიშებია და ვფიქრობ აქ უფრო მეტი შრომა მომიწევს, ვიდრე ინგლისში მიწევდა”.