მაშველებმა მტკვრიდან რუსთავში დაკარგული 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან რუსთავში დაკარგული 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია.

უწყების ცნობით, მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია.

უწყების ცნობით, მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნიუპოსტი