ნეიმარის ტრანსფერი ბარსელონაში კვლავ ბუნდოვანი გახდა

ნეიმარის ტრანსფერი ბარსელონაში კვლავ ბუნდოვანი გახდახუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბარსელონა და პსჟ ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ პარასკევს ეს ინფორმაცია ორივე გუნდმა უარყო. პსჟ ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს ნეიმარის ტრანსფერში, ხოლო კატალონიელებს კი მხოლოდ ფულის გადახდა სურთ და ეს თანხა პსჟ-ს არ აკმაყოფილებს.

ამრიგად იზრდება შანსი რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე არ დასრულებულა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას ამცნო იმის შესახებ რომ მხოლოდ ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება.