ნიკო კოვაჩი: ”კოუტინიო ჯერ სათამაშოდ მზად არ არის”

ნიკო კოვაჩი: ”კოუტინიო ჯერ სათამაშოდ მზად არ არის”მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ბაიერნის ახალწვეულზე ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ჯერ არ არის მზად იმისთვის რომ მოედანზე გამოვიდეს. კოვაჩის თქმით კოუტინიო აგვისტოს ბოლოს უკვე ოპტიმალურ ფორმაში იქნება:

”კოუტინიო მსოფლიო დონის მოთამაშეა და მას აუცილებლად ხშირად გამოვიყენებთ მოედანზე, მაგრამ ჯერჯერობით ის ოპტიმალურ ფორმაში არ არის. ვფიქრობ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ის უკვე მზად იქნება და გულშემატკივარი მას მოედანზე იხილავს”.