პსჟ პაულო დიბალას არ ეშვება

პსჟ პაულო დიბალას არ ეშვებაპსჟ ისევ ცდილობს პაულო დიბალას ყიდვას, მიუხედავად იმისა რომ იუვენტუსმა პარიზელებს რამდენჯერმე უარი  უთხრა. რამდენიმე კვირის წინ დიბალას იუვენტუსიდან წასვლა უნდოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და არგენტინელი მზად არის ტურინულ გუნდში გააგრძელოს კარიერა.

პსჟ დიბალას ტრანსფერში 70 მილიონს იხდიდა, ხოლო იუვენტუსი 100 მილიონს ითხოვს. პარიზელებს დიბალა სავარაუდოდ ნეიმარის შემცვლელად სჭირდებათ, თუ ეს უკანასკნელი პსჟ-ს დატოვებს და ბარსელონაში დაბრუნდება.