“საბურთალო – არარატ-არმენიის მატჩი საეჭვოდ უნდა მივიჩნიოთ” – რატომ შეიცვალა ფსონები მატჩის დაწყების წინ

ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის შეხვედრაში საბურთალო სახლში არარატ-არმენიასთან 0:2 დამარცხდა და გათამაშებიდან გავარდა.

ეს შედეგი ბევრ კითხვას იწვევს, ვინაიდან პირველ შეხვედრაში ერევანში საბურთალომ 2:1 მოიგო და მისი შანსები განმეორებითი მატჩის წინ გაცილებით მეტი იყო.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საიტ სპორტალზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საბურთალო – არარატ-არმენიის მატჩი საეჭვოთა კატეგორიაში გადიოდა.

უკრაინული გამოცემა bookmaker-ratings.com.ua “საბურთალო”-“არარატ-არმენიას” დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე პუბლიკაციას ავრცელებს, სადაც საუბარი მიდის კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე.

სტატიის ავტორია ალექსანდრ პეტრაში.
“ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “საბურთალოსა” და “არარატ-არმენიას” შორის ფიქსირდება კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების დინამიკა. ეს არის მეორე შემთხვევა. ადრე საეჭვო კოეფიციენტები ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.
ODDS.ru-ს ცნობით, სპორტული სტატისტიკის ონლაინ-პორტალის მიხედვით, “საბურთალოს” მოგების კოეფიციენტი 8 აგვისტოს 1.85-დან 1.95 ქულამდე მერყეობდა, რაც შეესაბამებოდა 51-54%-იან მოგების ალბათობას. მიუხედავად ამისა, 14 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონის კოეფიციენტი 2.36-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისური გუნდის გამარჯვების ალბათობა 42%-მდე შემცირდა.

ამასთან, ”არარატ-არმენიას” გამარჯვების საწყისი კოეფიციენტი იყო 4.1, რაც შეესაბამება 24%-იან ალბათობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია დაიდოს ფსონი სომხური კლუბის გამარჯვებაზე 2.9 კოეფიციენტით. ალბათობის პროცენტი 35%-მდე გაიზარდა. ფრის შედეგის შანსებმა ასევე განიცადა მცირედი ცვლილებები.
“ის, რაც ახლა ხდება, როდესაც კოეფიციენტი 3.34-დან 2.98-მდე ეცემა, ყველა მიზეზს გვაძლევს, რომ მატჩი საეჭვოდ მივიჩნიოთ. ზოგიერთ ბუკმეკერულ კანტორაში თანაფარდობამ 4.00-იან კოეფიციენტს მიაღწია. სტუმრების გამარჯვებაზე დიდი მოთხოვნაა. ანალოგიურად, შანსები შეიძლება შემცირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელის ტრავმაზე გახდება ცნობილი. იმის გამო, რომ არ არის მსგავსი ფაქტი, მაშინ ნამდვილად არსებობს კოეფიციენტების საეჭვო მოძრაობა”, – განმარტა ODDS.ru-ს მთავარმა რედაქტორმა არტემ ჰარუთიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი