შიდა ქართლში ქორწინებით ქარელი, ხოლო განქორწინებით გორი ლიდერობს

შიდა ქართლში ქორწინებით ქარელი, ხოლო განქორწინებით გორი ლიდერობს2018 წლის მონაცემებით, შიდა ქართლში 1447 წყვილი დაქორწინდა, ხოლო 606 წყვილი განქორწინდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, პროცენტულად, ყველაზე ნაკლებად კასპის მუნიციპალიტეტში, ხოლო ყველაზე მეტად ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინდებიან.

ასე მაგალითად, ყოველ 1000 კაცზე ქარელში 6 ქორწინებაა, კასპში კი, – 4; რაც შეეხება განქორწინებას, ყოველ 1000 კაცზე გორში 3 განქორწინების შემთხვევა ფიქსირდება,
ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში: 2-2.

ქარელის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა – 41 000
ქორწინება – 262
განქორწინება – 94

გორის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა – 122 200
ქორწინება – 723
განქორწინება – 315

ხაშურის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა – 51 700
ქორწინება – 286
განქორწინება – 113

კასპის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობა 42 300
ქორწინება – 176
განქორწინება – 84

შიდა ქართლში, როგორც აღვნიშნეთ, 2018 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 1 447-ია, მოსახლეობა – 257 300 – ს შეადგენს. ანუ ყოველ 1000 კაცზე 6 ქორწინება მოდის.

შიდა ქართლის მსგავსად ყოველ 1000 კაცზე 6 ქორწინება მოდის შემდეგ რეგიონებზე: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

შედარებით მაღალი მაჩვენებელია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში. აქ ყოველ 1000 კაცზე 7 დაქორწინებულია.

კიდევ უფრო მაღალია დაქორწინებულთა რიცხვი აჭარასა და იმერეთში. ამ რეგიონებში ყოველ 1000 კაცში 8 იმყოფება ქორწინებაში.

ქართლი.გე