სვანეთში თეთნულდზე დაკარგულ 3 ბელარუს ქალს ეძებდნენ

სვანეთში 3 უცხოელ ტურისტს ეძებენ. „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ და ისინი ბელარუსები არიან.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სვანეთში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი