უესლი სნეიდერმა კარიერა დაასრულა

უესლი სნეიდერმა კარიერა დაასრულაჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ უესლი სნეიდერმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალურად გააკეთა განცხადება და თქვა რომ დრო არის ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს. სნეიდერის თქმით ის დარჩება ფეხბურთში და შეეცდება თავისი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს:

”ძალიან საინტერესო კარიერა მქონდა და ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ უკვე 35 წლის ვარ და ორგანიზმი მეუბნება, რომ დროა შევეშვა. ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები და ჩემს გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ”.