22 წლის წინ დაკარგული მამაკაცი ტბაში Google Earth-ის მეშვეობით აღმოაჩინეს

22 წლის წინ დაკარგული მამაკაცი ტბაში Google Earth-ის მეშვეობით აღმოაჩინეს22 წლის წინ ფლორიდაში დაკარგული მამაკაცის, 40 წლის უილიამ მოლდტის გვამი ტბაში Google Earth-ის მეშვეობით აღმოაჩინეს.

მოლდტი 1997 წელს, შუაღამისას, ღამის ბარიდან გამოვიდა და თავის მეგობარ ქალს დაურეკა, რომ ცოტა ხანში მასთან მივიდოდა. ამ სატელეფონო ზარის შემდეგ მამაკაცი აღარავის უნახავს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა რადგან დაკარგულის კვალს ვერ მიაგნო, საქმე რამდენიმე თვეში დახურეს.

მოულოდნელად, წელს აგვისტოს ბოლოს, ფლორიდის პოლიციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა და განაცხადა, რომ Google Earth-ის მეშვეობით ადგილის დათვალიერების დროს. ქალაქ ველინგტონთან ახლოს მდებარე ტბაში ავტომობილი შენიშნა. პოლიციამ ტბიდან ავტომობილი ამოიყვანა და მასში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინა. შესაბამისი ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდა, რომ ის სწორედ დაკარგული უილიამ მოლდტის გვამი იყო.

სავარაუდოდ, მოლდტმა, რომელიც ალკოჰოლისადმი სიყვარულით არ გამოირჩეოდა, იმ საღამოს საკმარისზე მეტი დალია, ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და ტბაში ჩავარდა. სხვა დეტალების დაზუსტება შეუძლებელი აღმოჩნდა.

პოლიციამ გვამის აღმოჩენის შესახებ მოლდტის ნათესავებს უკვე შეატყობინა. ცნობილი არ არის, მოხერხდა თუ არა მის მეგობარ ქალთან დაკავშირება.

ნიუპოსტი