პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
„მონა ხარ“ – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.
ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე აგინა და ერთი-ორჯერ წიხლიც მოუქნია. ბოლოს პოლიციამ ის მანქანში ჩასვა და იქაურობას გაარიდა.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1471577872982117/