ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და წიხლი მოუქნია – პოლიციამ დეპუტატი მანქანით გაიყვანა – ვიდეო

ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და წიხლი მოუქნია - პოლიციამ დეპუტატი მანქანით გაიყვანა - ვიდეოპარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

„მონა ხარ“ – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ – „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.

ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე აგინა და ერთი-ორჯერ წიხლიც მოუქნია. ბოლოს პოლიციამ ის მანქანში ჩასვა და იქაურობას გაარიდა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1471577872982117/