ინაშვილი წარმოადგენს ივანიშვილს, მისი სახეა და სწორედ ეს არის ღრმა კრიზისი – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, მისი თქმით, “ინაშვილის ნაირი პოლიტიკური ველურები დალაგებულ ქვეყნებშიც არსებობენ”.
“იგივე ხალხი, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით, (ბუნებრივია, ომი არავის არ უნდა და უნდა ავიცილოთ თავიდან), ამავე დროს, იძახიან, მეხუთე მუხლი უნდა გავრცელდეს აფხაზებზეო, მაშინ ეგ ომს ნიშნავს, სწორედ ამ საბაბით თუ არგუმენტით იბლოკება ნატოს წევრობა, ბატონმა რასმუსენმა რაც თქვა, სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, არაოკუპირებული საქართველო იყოს დაცული და ეს ზრდის შანსებს სწრაფად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ასე იყო გერმანიის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ანალოგია და ბევრ სხვა შემთხვევაში. რაც შეეხება ჩემს გვარს ან ჩემს პერსონას, მოხარული ვარ, რომ საქართველოს თავისუფლებს მტრებს კარგად ესმით, რომ ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც მათთვის ყველაზე სახიფათოა, ოღონდ მშვიდობიანად, არჩევნებში მათი დამარცხების და მათი პოლიტიკური დასუსტებით, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ შემდეგ არჩევნებზე” – ამბობს ბოკერია.