გურამ ჩალაგაშვილი – „რუსეთის კაცი პრემიერად, ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტად, მთლად მმართველმაც არ იცის ვისი როიალი ვის ბაღშია“

გურამ ჩალაგაშვილი - „რუსეთის კაცი პრემიერად, ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტად, მთლად მმართველმაც არ იცის  ვისი როიალი ვის ბაღშია“„გერმანული მედია წერს გახარიაზე – რუსეთის კაცი პრემიერადო, ფრანგი პენსიონერი პრეზიდენტად, მთლად მმართველმაც არ იცის მემგონი ზუსტად ვისი როიალი ვის ბაღშია.
სამაგიეროდ, პატიმრები გვყავს ქართველები, მაგრამ გახარიას დამსახურებით, მათაც „გავრილოვის პატიმრები“ ჰქვიათ.
ჰოდა დღეს „გავრილოვის პატიმრებიდან“ შვიდი მაგარი ქართველის საქმის განხილვა მოსამართლემ გადადო, გუშინდელის მერე ვერ მოიცალეს მთავრობაში და ეტყობა მითითება არ მიუღია.
სანამ ვირზე უკუღმა არ შემოგსვამთ ხალხი და არ ჩამოგატარებენ, გონს ვერ მოეგებით ხო?“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.