ინაშვილი – “მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, მინდა ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები”

ინაშვილი - "მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, მინდა ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები"მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, მინდა ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„მოვედი კონფერენციაზე, რადგან „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრობენ. მინდა, უბრალოდ გავაკეთო განმარტებები, ვისაუბრო ჩემი პარტიის ხედვაზე. მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, ვინაიდან სამი დღის განმავლობაში გიგა ბოკერია საუბრობს ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილს ავრცელებს ჩვენთან მიმართებაში და მაქვს საშუალება, პასუხი გავცე. ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი. მინდა, ბოკერიას ვუწოდო მატყუარა და გავაკეთო განმარტებები. ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია და დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მომეცეს ჩემი აზრის დაფიქსირების საშუალება. მე უარი მითხრეს. მოვედი, ვთხოვე ორგანიზატორებს, რომ მონაწილეობა მიმეღო კონფერენციაში. მითხრეს, რომ დამეტოვებინა დარბაზი. რატომ უნდა დავტოვო? მინდა, მოვისმინო, მნიშვნელოვანი თემაა განსახილველი და შემდეგ ვითხოვო უბრალოდ რამდენიმეწუთიანი გამოსვლა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.