კოუტინიო: ”კლოპმა ბაიერნში წარმატება მისურვა”

კოუტინიო: ”კლოპმა ბაიერნში წარმატება მისურვა”მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა მას წარმატება უსურვა. კოუტინიოს აზრით კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ლივერპულის წარმატებაც კლოპის დამსახურებაა:

”კლოპმა ბაიერნში გადასვლის შემდეგ მომწერა და მითხრა რომ ჩემს წარმატებაში დარწმუნებულია. კლოპი უდიდესი მწვრთნელია და მას ყოველთვის შეუძლია ფეხბურთელი მოედანზე სათანადოდ განაწყოს. ლივერპულის წარმატება ბოლო წლებში დიდწილად მისი დამსახურებაა”.