მამუკა ხაზარაძეს თემურ ჭყონია უერთდება?

გავრცელებული ინფორმაციით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია შეუერთდება.
მხარეები ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა მამუკა ხაზარაძემ დღეს მიანიშნა, რომ მის გვერდით ბიზნესმენებს ვიხილავთ.
თავის მხრივ, ჭყონიამ ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე შესთავაზებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის საჭირო იქნება, რაღაც მიმართულებით გვერდით დაუდგება.
ხაზარაძე პოლიტიკურ მოძრაობას ხვალ, ანაკლიაში დააფუძნებს და ამბობს, რომ კლანური მმართველობის შესახებ იმაზე მეტს ისაუბრებს ვიდრე აქამდე საუბრობდა.
ის სახელისუფლებო ბოტების მისამართებსაც გაასაჯაროებს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი