ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა.
მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არასრულწლოვანი მე-7 სართულიდან გუშინ გადმოვარდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

