ფონიჭალაში 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა

ფონიჭალაში 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდაფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 14 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.