ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოწყდაანტარქტიდას მოწყდა აისბერგი, რომელიც 315 მილიარდ ტონას იწონის, ამის შესახებ BBC წერს.

აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია. ეს არის ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ყინულოვან კონტინენტს ბოლო 50 წლის განმავლობაში მოწყდა.

აისბერგი ფართობით შოტლანდიაში მდებარე კუნძულ სკაიზე ოდნავ მცირეა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აისბერგი ზომიდან გამომდინარე გემების გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის და მასზე დაკვირვებაა საჭირო.

2019 წლის ივლისში მსოფლიოში ყველაზე დიდმა აისბერგმა, რომელიც A68-ს სახელით არის ცნობილი, მოძრაობა დაიწყო, – წერს BBC.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს ის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ჩნდება ანტარქტიდის ყინულის საფარში გიგანტური ხვრელები.

იმედინიუსი