მიუნხენის ბაიერნს ტომას მიულერის გაშვება არ სურს, რადგან ეს ფეხბურთელი მათი ლეგენდაა. ამის შესახებ კარლ ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა და თქვა რომ მიულერი სხვა გუნდის მაისურით ვერ წარმოუდგენია:
”ტომასი ბაიერნის განუყოფელი ნაწილია და არ მესმის ის სად უნდა წავიდეს. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია რომ მიულერმა სხვა გუნდში ითამაშოს. იმედია ეს არ მოხდება”. ბოლო პერიოდში ხშირია იმაზე საუბრები რომ მიულერი ბაიერნში უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით და წასვლას აპირებს.