გოგა ბითაძის შესანიშნავი დებიუტი ნბა-ში – 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი

გოგა ბითაძის შესანიშნავი დებიუტი ნბა-ში - 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასიახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს დღეს, 16 ოქტომბრის დილით, დებიუტი ჰქონდა “ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში. ნბა-ს რეგულარული სეზონის მოსამზადებელ მატჩში “მინესოტას” წინააღმდეგ გოგამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ერთხელ დაბლოკა მეტოქის ტყორცნა.

აღსანიშნავია, რომ “პეისერსის” შემადგენლობაში გოგაზე მეტი ქულა არავის ჰქონდა, მხოლოდ მაკდერმოტმა ჩააგდო ასევე 14 ქულა.

დებიუტის კვალობაზე, ყველაფერი კარგად გამოვიდა, გარდა შედეგისა – “ინდიანა” “მინესოტა ტიმბერვულვზთან” 111:119 დამარცხდა. თუმცა ეს მოსამზადებელი ეტაპის მატჩი იყო და დიდი მნიშვნელობა მას არ ენიჭება.

გოგა ბითაძეს გაუცდა ზაფხულის ლიგა, ვერ ითამაშა ინდოეთში “საკრამენტოს” წინააღმდეგ და ახლა ფანების თვალწინ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა. იმედია, ბითაძე სათამაშო წუთებს რეგულარული სეზონის შეხვედრებშიც მიიღებს და ქართველი ცენტრი პროგრესს განაგრძობს.

სპორტალი