ია მეურმიშვილმა და კურტ ვოლკერმა ვაშინგტონში იქორწინეს

ია მეურმიშვილმა და კურტ ვოლკერმა ვაშინგტონში იქორწინეს5 ოქ­ტომ­ბერს, ვა­შინგტონ­ში ქარ­თველ­მა და ამე­რი­კელ­მა სტუმ­რებ­მა ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მო­ი­ყა­რეს თავი – აშშ-ს დე­და­ქა­ლაქ­ში “ამე­რი­კის ხმის” ჟურ­ნა­ლის­ტმა ია მე­ურ­მიშ­ვი­ლმა და ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა კურტ ვოლ­კე­რმა იქორ­წი­ნეს.

წყვი­ლის ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი “ფე­ის­ბუქ­ზე” წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა ია მე­ურ­მიშ­ვილ­მაც, რო­მელ­საც ასე­თი მი­ნა­წე­რი გა­უ­კე­თა:

“ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი და გაგ­ვი­მარ­თლა, რომ შეგ­ვიძ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის და ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­თვის, ვიდ­რე სიკ­ვდი­ლი არ დაგ­ვა­შო­რებს!

ეს იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო, ვგრძნობ­დით დიდ სიყ­ვა­რულ­სა და მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც აშშ-ს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან, კა­ნა­დი­დან, კურ­ტის მშობ­ლი­უ­რი ჰატ­ბო­რო­დან და და ჩემი სამ­შობ­ლო­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ” – და­წე­რა ჟურ­ნა­ლის­ტმა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე.

ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სტუმ­რი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ: თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბათუ ქუ­თე­ლია; “შე­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი და ექ­სპერ­ტი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე და სხვე­ბი.

კურტ ვოლ­კე­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა. ამას­თან, წლე­ბის წინ ის იყო NATO-ში აშშ-ს ელჩი.

ვოლ­კე­რი ცოტა ხნის წინ მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­და­ნაც გა­დად­გა. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გვა­რი უკ­რა­ი­ნის სკან­დალ­ში ფი­გუ­რი­რებს. 9 ოქ­ტომ­ბერს ვოლ­კე­რი კონ­გრეს­ში მივა და ჩვე­ნე­ბას მის­ცემს.

ამბები