იზა ქავთარაშვილი შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხიდან გამოსულ 2 ადამიანს მანქანით დაეჯახა

იზა ქავთარაშვილი შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხიდან გამოსულ 2 ადამიანს მანქანით დაეჯახაიზა ქავთარაშვილი, რომელიც გუშინ, ახმეტის ცენტრში უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხში მყოფ ორ ადამიანს მსუბუქი მანქანით დაეჯახა “რუსთავი 2”-თან პირველ კომენტარს აკეთებს.

ქავთარაშვილი პროვოკაციას კატეგორიულად უარყოფს და მომხდარის სხვა ვერსიას ყვება.

როგორ იზა ქავთარიშვილი აცხადებს, მან გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ იყო ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ხალხის დიდი მასა, რის შემდეგაც მას ქელეხში მყოფი ადამიანები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ქავთარაშვილის მტკიცებით, ტერიტორიის დატოვება სცადა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

ჭუჭიაშვილის ახლობლები კი მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ. მათი თქმით,  რესტორან “სამეფოსთან”, სადაც ჭიჭიაშვილის ქელეხი იყო, სწრაფად მოძრავი მსუბუქი მანქანა რესტორნიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ავტომობილს 60 წლამდე ქალი მართავდა, რომელიც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ შემთხვევამდე მძღოლი მათ სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

ახლობლები გამორიცხავენ შოთა ჭიჭიაშვილსა და ინციდენტში მონაწილე ქალს შორის წარსულში რაიმე სახის ურთიერთობას, თუმცა მომხდარის ახსნა უჭირთ და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

“კურიერის” ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა, ელდარ ჭიჭიაშვილი ამ წუთებში ახმეტის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ საღამოს ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შუახნის მამაკაცი, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნებოდა და თბილისში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი კი ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში  სხეულის  მრავლობითი  დაზიანებით არის მოთავსებული.

საქმეზე გამოძიება 276 – ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესები ს დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.