ნეიმარი: ”ზაფხულში წასვლა მინდოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ”

ნეიმარი: ”ზაფხულში წასვლა მინდოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ”პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა რომ მას ზაფხულში პსჟ-დან წასვლა სურდა, რადგან თავს ბედნიერად არ გრძნობდა, თუმცა ეხლა ყველაფერი სხვაგვარად არის და ის მხოლოდ პსჟ-ზე ფიქრობს. ნეიმარის აზრით როდესაც ბედნიერი არ ხარ, მაშინ ცვლილებაზე უნდა დაფიქრდე:

”ზაფხულში ვგრძნობდი რომ რაღაც სხვა მჭირდებოდა და მზად ვიყავი ახალი გამოწვევისთვის. საბოლოოდ პსჟ-ში დავრჩი და როგორც პროფესიონალი ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯები. მომავალზე საუბარი დიდად არ მინდა, რადგან შეიძლება ყველაფერი მალე შეიცვალოს”.