15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ქობულეთის შემოვლით გზაზე. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილი გოგონას 3 წლის ძმა და მამა. დაშავებულები ბათუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე 9 ოქტომბერს დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.