ქუთაისში 65 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალაუბედური შემთხვევის შედეგად, ქუთაისში 65 წლის ქალი გარდაიცვალა.

შუახნის ქალი 9 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.